Monday, June 24, 2019

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა გეოგრაფიაში


                     პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

                             გეოგრაფიაში  VII კლასი

                      სასწავლო პროცესში მოსწავლეთა                    

ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების

გზების ძიება  გეოგრაფიის გაკვეთილზე


სსიპ იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ

ბუთურაულის  საჯარო სკოლა

2018-2019 სასწავლო წელი

                   გეოგრაფია- სამოქალაქო  განათლების  უფროსი
                               მასწავლებელი:  როინ დიასამიძე

                                               სარჩევი
სარჩევი
შესავალი
                                                                თავი პირველი
1.1          ინფორმაცია სკოლის შესახებ
1.2          მთავარი საკვლევი საკითხის მიმოხილვა
1.3          პრობლემის აქტუალობა და მნიშვნელობა


         
                                                   თავი მეორე
                                    ლიტერატურის მიმოხილვა

                                     თავი მესამე

2.1 მთავარი საკვლევი კითხვის ფორმულირება
2.2 კვლევის უმთავრესი მიზანი და ამოცანები

                                     თავი მეოთხე

3.1   კვლევის ძირითადი მეთოდები

 ცხრილი N 1.

3.3   მონაცემთა ანალიზის გაკეთება

ცხრილი N-2. კითხვარის შედეგები

ცხრილი N-3. კითხვარის შედეგები

ცხრილი N-4. კითხვარის შედეგები

                                                    თავი  მეხუთე
                           
4.1 .  კვლევის მიგნებები

4.2 .  რეკომენდაციები

4.3.  კვლევის ნაკლოვანებები

                                                    თავი მეექვსე

5.1  დასკვნითი ნაწილი

                                                  ბიბლიოგრაფია


                                                                 შესავალი

         საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა სწავლა-სწავლების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. საჯარო სკოლებში  საბაზო და საშუალო საფეხურზე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა დაბალი ჩართულობაა. პედაგოგიურმა პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ შედარებით დაბალი ჩართულობით გამოირჩევიან  VII-XII  კლასის მოსწავლეები საზოგადოებრივ-საბუნებისმეტყველო საგნებში,  რაც პირდაპირ აისახება მათ ცოდნის დონეზე.
    არსებული  პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შემცირებისათვის სსიპ იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლის გეოგრაფია სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა,  როინ დიასამიძემ, ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა  საბაზო საფეხურზე VII კლასში გეოგრაფიის სწავლებაში. ჩემი მიზანი იყო გამომეკვლია საზოგადოებრივ-საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის მიზეზები და მომეძებნა სხვადასხვა გზები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გასაუმჯობესებლად, რაც მათი ცოდნის დონის ამაღლებას გამოიწვევდა და გაზრდიდა მოსწავლეთა აკადემიურ მაჩვენებლებს.
       შესაბამისად  წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ჩემს მიერ განხორციელებული კვლევის ანგარიშს,  სადაც   განხილულია საზოგადოებრივ-საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზები, რისთვისაც  კვლევის დროს გამოვიყენე, როგორც თვისობრივი ასევე რაოდენობრივი მეთოდები. სწორედ ზემოთ ხსენებული მეთოდების  გამოყენებით უნდა გამეკეთებინა შეგროვილი მონაცემების ანალიზი, მოცემული  პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი ინტერვენციები,  ინტერვენციების  შედეგები, მისი შეფასება და დასკვნები.





                                                             


                                                                  თავი პირველი         

1.1   ინფორმაცია სკოლის შესახებ
  
         იაგო   მიქელაძის   სახელობის   შუახევის   მუნიციპალიტეტის    საჯარო      სკოლაში   68  
 მოსწავლე სწავლობს, მათი სწავლა-აღზრდის საქმეს ჩემი ჩათვლით ემსახურება  22  მასწავლებელი, მათ შორის  4  უფროსი მასწავლებელია.
        ამჟამად, საბაზო  საფეხურზე VII კლასში 11 მასწავლებელი ასწავლის, აქედან ორი  უფროსი და  ცხრა პრაქტიკოსი მასწავლებელია.
         სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, ღია ტიპის სპორტული მოედანი,  საკონფერენციო დარბაზი, სკოლის ეზო. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერებით და ინტერნეტით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სკოლას არ აქვს სრულყოფილი ინვენტარით აღჭურვილი კლსაკაბინეტები.
         კვლევის სამიზნე ჯგუფი არის საბაზო საფეხური. ამ საფეხურზე სწავლობს 27 მოსწავლე. კვლევაში მონაწილეობა მიიღო VII  კლასის 7 მოსწავლემ. კვლევა განხორციელდა 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში და გრძელდებოდა  4  თვის(თებერვალი-მაისი) განმავლობაში.

1.2   საკვლევი საკითხის მიმოხილვა
         საშუალო საფეხურზე მოსწავლეთა დაინტერესება და საგაკვეთილო პროცესში მათი მაქსიმალურად ჩართულობა საკმაოდ რთულია. თინეიჯერობის ასაკში მოსწავლეებს სწავლასთან ერთად სხვა ინტერესებიც უჩნდებათ და ნაკლებად ინტერესდებიან სწავლით, რაც წარმოშობს გარკვეულ პრობლემებს და იწვევს სწავლის ხარისხის დაქვეითებას.   
         ჩემი კვლევის მიზანია საზოგადოებრივ-საბუნებისმეტყველო მეცნიერების გაკვეთილებზე მოსწავლეთა ჩართულობის  გაუმჯობესების  გზების  ძიება და  მოსწავლეთა  ცოდნის  დონის ამაღლება. აღსანიშნავია, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანები დიდი  გლობალური გამოწვევების წინაშე დგანან, რისთვისაც აუცილებელია ის მინიმალური ცოდნა და გარემოსადმი გაფრთხილება, რაშიც  უდიდეს დახმარებას გაუწევს  სწორედ, რომ საზოგადოებრივ-საბუნებისმეტყველო  მეცნიერების, კერძოდ კი გეოგრაფიის სწავლება.
          განათლება მდგრადი განვითარებისათვის სწორედ, რომ აპრიორია გეოგრაფიის სწავლება მოხდეს სათანადო დონეზე და მოსწავლეთა დაინტერესება გაიზარდოს მეცნიერების ამ მიმართულებით, რაც აუცილებლად გამოადგება მოსწავლე ახალგაზრდობას, რომ სწორად გაიკვლიოს გზა და მის წინაშე მდგარი ამოცანები გადაუჭრელად არ დარჩეს. როგორც ქვეყნის, ასევე საკუთარი ღირსეული მომავალი რომ შექმნან მოსწავლეებმა, მდგრადი განვითარება განათლების მიმართულებით ერთერთი  ამოსავალი წერტილია.
       ჩემი პროფესია, გამოცდილება კარიერული წინსვლა მაძლევს საფუძველს მაქსიმალურად  გავზარდო მოტივაცია მოსწავლეებში და ავუმაღლო მათ თვითშეგნებისა და გამორკვევის უნარები,  დავეხმარო თითოეულ მოსწავლეს სწავლა-სწავლების უნარები, ასევე ჩემი გამოცდილება სწორედ, რომ მაძლევს იმის თქმის საშუალებას, გამოვიკვლიო მიზეზები, რაც ხელს უშლის მოსწავლეებს სწავლაში და გამოვიყენო ყველა სათანადო რესურსი და შესაბამისი  უნარები, რათა ავამაღლო მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში და ამავე დროს შევაყვარო საგანი გეოგრაფია, როგორც საბუნებისმეტყველო ასევე საზოგადოებრივი მიმართულებით.

1.3   პრობლემის აქტუალობა და მნიშვნელობა
    
         პედაგოგიურმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოსწავლეები დაწყებით  საფეხურზე  შედარებით მეტად ჩართულები არიან  საგაკვეთილო პროცესში, ვიდრე საბაზო და საშუალო საფეხურზე. კვლევის შედეგის მაგალითია სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგები, რაც მეტყველებს  მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხზე. როგორც, პედაგოგიური საბჭოს ასევე საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის სხდომებზე გამოიკვეთა აზრი, რომ საბაზო   საფეხურზე მოსწავლეები შედარებით ნაკლებ დაინტერესებას იჩენენ საზოგადოებრივ-საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ, ვიდრე დაწყებით და საშუალო საფეხურზე. შესაბამისად დაბალია მათი მოტივაცია და სასწავლო პროცესში ჩართულობის ხარისხი შემდეგ საფეხურზე.
         მოსწავლეთა დიდი  ნაწილი  თვეების  მანძილზე ნაკლებად აქტიურობდნენ. უჭირდათ  საშინაო დავალების შესრულება, ან უარეს შემთხვევაში არ ყოფნიდათ საბაზისო ცოდნა იმისთვის, რომ შეესრულებინათ დავალებები. 2018-2019 სასწავლო წლის პირველმა სემესტრმა ნათლად აჩვენა, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილი ვერ ერთვებოდა სასწავლო პროცესში, ქონდათ შიში და განცდა იმისა, რომ გაკვეთილში ჩართულობის დროს არ გამოვლენილიყო შეცდომები, ნაკლებად ერთვებოდნენ სხვადასხვა აქტივობებში, მაგ.   ჯგუფური მუშაობის პროცესშიც პასიურები იყვნენ, დამოუკიდებლად უჭირთ საკლასო სამუშაოს შესრულება, ასევე პრეზენტაციის მოწყობა და სხვა.  უჭირთ დამოუკიდებლად მუშაობა, რთულდება მათი დაინტერესება საგნის მიმართ და იკლებს ჩართულობის ხარისხი, რაც საბოლოოდ მოქმედებს მათ აკადემიურ მიღწევებზე.
        აღნიშნული პრობლემა წლების განმავლობაში შეიმჩნევა, მისი მოგვარება ჯერ ვერ მოხერხდა, პრობლემა პრობლემად რჩება. მოსწავლეებს არ გააჩნიათ საზოგადოებრივ საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლის მიმართ არც შინაგანი და არც გარეგანი მოტივაცია, რადგან არც დაწერილი ქულა აინტერესებთ და არც ამ საგანში მიღებულ ცოდნას ანიჭებენ უპირატესობას ვინაიდან ნაწილი მასწავლებლებისა არასაკმარისად  მუშაობენ დაწყებით საფეხურზე, რაც საბაზო დონეზე იწვევს ნაკლებ მოტივაციას და ჩართულობას სასწავლო პროცესში, რასაც შეიძლება გაგრძელება მოყვეს საშუალო საფეხურზე. შესაბამისად არაეფექტური მუშაობა აისახება მოსწავლეთა საბოლოო მიღწევებსა და შედეგებზე.

                                                                    თავი მეორე

                                                       ლიტერატურის მიმოხილვა

        გაკვეთილის პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა მეტად აქტუალური საკითხია. პედაგოგები მრავალ ხერხს მიმართავენ მოსწავლეთა აქტიურობის გასაზრდელად. ამ მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, რაც ხელს უწყობს განათლებისა და ცოდნის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
     ვიხელმძღვანელე, რა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურით (,,სწავლება და შეფასება’’ 2008 წელი), რის საფუძველზეც გამოვიყენე სხვადასხვა მეთოდები.  სწავლა სწავლების  დროს მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართულობის მიზნით გამოყენებული იქნას სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიები, მოტივაციის ამაღლების ძირითადი საშუალებები, რაც გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხს, მნიშვნელოვანი და აუცილებელია შემდეგი:  პიროვნული ურთიერთობები, სასწავლო ატმოსფერო, მასწავლებლის მოთხოვნები, მოსწავლეთა ასაკობრივი შესაძლებლობები, ინტერესები, სწავლისადმი  დამოკიდებულებები და სხვა. მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის სასურველი ატმოსფეროს შექმნა ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას და შედეგების ზრდას უწყობს ხელს, რისთვისაც აუცილებელია შემდეგი : გუნდურობა და თანამშრომლობა, დაცულობა და ნდობა, პიროვნული ღირსების შეგრძნება და სხვა.
         ქ. თოფაძის აზრით მასწავლებელი მოვალეა კარგი პიროვნული ურთიერთობები დაამყაროს მოსწავლეებთან, მოსწავლეს აგრძნობინო სიყვარული და თანაგანცდა. მასწავლებელი უნდა იყოს მაგალითი მოსწავლისთვის და შეძლოს მისი აღიარება, რომ ყველა მათგანს თანაბარი უფლება აქვს მიიღოს ხარისხიანი განათლება და სხვა. კვლევები გვიჩვენებს, რომ მოსწავლეები, რომლებსაც მოსწონთ მასწავლებელი, მისი მაღალკვალიფიციურობა, კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და რაც მთავარია ობიექტურობა, შესაბამისად მოსწავლეებიც გაგებით ეკიდებიან სასწავლო პროცესს, ნაკლებად ქმნიან დისციპლინურ პრობლემებს და ითვალისწინებენ მასწავლებლის მითითებებსა და რჩევა დარიგებებს.
       პროფესიონალმა მასწავლებელმა იცის, რომ მოსწავლეთა სწავლაში ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესებისათვის სასურველ ატმოსფეროს ქმნის თანაგანცდა, სიყვარული,
მიუკერძოებლობა, თანამშრომლობა, მოსწავლეთა აღიარება, დაცულობა, პიროვნული განცდები, ღირსების დაცვა და სხვა მრავალი ასპექტები, რაც თეორიტიკოს აბრაამ  მასლოუს თეორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილიცაა. ამასთან გასათვალისწინებელია ცნობილ ფსიქოლოგ აბრაამ მასლოუს აზრი, ადამიანის მოთხოვნილებათა შესახებ. ესენია:
        1.ბიოლოგიური (სუნთქვა, კვება, ძილი) და ასე შემდეგ,  
 2. უსაფრთხოების (დაცულობა, ჯანმრთელობა), 
         3. კუთვნილების (ოჯახი, მეგობრები, სიყვარული) 
 4. თვითშეფასება, აღიარება, მიღწევა  
 5.თვითრეალიზაცია(საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა).
         ყველა ზემოთ  ჩამოთვლილი მოსწავლისთვის აუცილებელ კომპონენტებს წარმოადგენს, რაც სხვადასხვა კვლევებშიც კარგად ჩანს, რასაც უდიდესი ადგილი უკავია მოსწავლის ცხოვრებაში. როცა ბავშვები სკოლაში თავს სტუმრად არ გრძნობენ, მასწავლებელი თავისუფლად აგრძნობინებს თავს, ნებისმიერ საკლასო თუ საშინაო სამუშაოს მოსწავლეები კარგად ითავისებენ. (გვ.177  ნაწილი II).
     თანამედროვე პედაგოგიკის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ჯონ საფარი ამბობს, ,,არაფერი განაპირობებს მოსწავლის ქმედებებს ისე ძლიერად, როგორც მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანის მკაფიო მოთხოვნები“  მოსწავლისათვის  ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია,  ადამიანი კი  მისი მასწავლებელია. მასწავლებლის მოთხოვნები კი გაკვეთილის პროცესის დიდ ნაწილს წარმოადგენს. ამავე დროს მასწავლებლის მოთხოვნები უნდა იყოს მკაფიო, ნათელი და კარგად ჩამოყალიბებული(სწავლება და შეფასება ნაწილი II გვერდი 10, 16, 23).
       თეო ჭყოიძე თავის სტატიაში ,,სწავლის მოტივაციის შინაგანი ფაქტორები‘’(ჟურნალი ,,მასწავლებელი’’ 2012 წელი ნომერი ორი) აღნიშნავს, რომ სწავლის მოტივაციას და შესაბამისად გაკვეთილზე ჩართულობას განაპირობებს: ცნობისმოყვარეობა, თვითრწმენა, თანაგანცდა, მოთხოვნილებები, დამოკიდებულებები და სხვა.
       ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის უმთავრესი ამოცანაა მოსწავლეებს გაუღვიძოს ცნობისმოყვარეობა შესასწავლი საკითხის მიმართ, რაც გონების განვითარებას მიმართავს პასიურობიდან აქტიურობისაკენ(დაბალიდან მაღლისაკენ).
         იმისათვის, რომ მოსწავლე სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთოს ის დარწმუნებული უნდა იყოს საკუთარ შესაძლებლობებში და ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს დასახული მიზნის მიღწევაში. ავტორის აზრით, რთულ ინფორმაციულ გარემოში მნიშვნელოვანია მასწავლებელმა შეასრულოს გზამკვლევის როლი მოსწავლეთა პოზიტიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში. 
   ცვატა ბერძენიშვილი, თავის სტატიაში ,,სტრატეგიების  სწავლის მოტივაციის გასაზრდელად’’ წერს, რომ სასწავლო აქტივობები დაკავშირებული უნდა იყოს მოსწავლეთა ინტერესთან, რათა  გამოიწვიოს მათი ცნობისმოყვარეობა, რაც თავის მხრივ გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხს  სასწავლო პროცესში. ბევრი გაკვეთილი შეიძლება წარიმართოს სიმულაციების და თამაშების გზით. საჭიროა მრავალფეროვნება გაკვეთილის დაგეგმვის დროს გათვალისწინებული იყოს მოსწავლეთა ასაკობრივი კატეგორია, მოსწავლეთა ინტერესები, შესაძლებლობები. ამასთან საკლასო თუ საშინაო დავალებები  უნდა იყოს შესაბამისი, მაგრამ ადეკვატური. თუ დავალება მეტისმეტად მარტივია ან მეტისმეტად რთული მოსწავლეებს სწავლისადმი ნაკლები  მოტივაცია ექნებათ. (ცვატა ბერძენიშვილი 2015 წელი ,,სტატიები სწავლის მოტივაციების გასაზრდელად’’ http://mastsavlebeli.ge/?p=1528).
            მიმაჩნია, რომ მოსწავლეთა მოტივაციის გასაზრდელად მნიშვნელოვანია გაკვეთილებზე სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენება. ამასთან მნიშვნელოვნად  მიმაჩნია ეფექტური უკუკავშირის მიცემა, რაც მოსწავლეებში გაზრდის სწავლის მოტივაციას. მნიშვნელოვანია ასევე მოსწავლეებს მიეცეთ განმავითარებელი შეფასება შესაბამის კომპონენტებში, რაც მოსწავლეებს დაანახებს საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეს, რაც მოსწავლეს  მისცემს საშუალებას თუ როგორ დაძლიონ მოცემული ხარვეზები.
           პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისას დიდი დახმარება გამიწია „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა  და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევის“ პირველმა და მეორე ნაწილებმა. ეს წიგნები  საუკეთესო რესურსია მასწავლებლებისათვის, სადაც დეტალურადაა აღწერილი კვლევისათვის საჭირო მასალები, ცნობილი ფსიქოლოგებისა თუ თეორიტიკოსების ნაშრომები.
         საინტერესო იყო სოფიო ლობჟანიძის სტატია “როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“, რომელიც იძლევა კვლევის ჩასატარებლად საჭირო პროფესიულ რჩევებს. მისი აზრით „პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო სირთულეების გადასალახად კი არ არის საჭირო, არამედ იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარების განსავითარებლად, რაც პედაგოგს მისცემს საშუალებას განვითარდეს თავად და შეძლოს სხვების დახმარება.
         ლია წულაძის ნაშრომში „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“ (თბილისი 2008წ) საუბარია მეთოდების მრავალფეროვნებაზე, როგორც რაოდენობრივ, ასევე  თვისობრივ მეთოდებზე. კარგადაა ახსნილი რაოდენობრივი მეთოდების მნიშვნელობა და მისი აუცილებლობა სოციალური მეცნიერებებისათვის.
        თინათინ ზურაბიშვილის წიგნში „თვისობრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში“ განხილულია კვლევის დროს გამოყენებული ისეთი თვისობრივი მეთოდები, როგორიცაა სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი, რომელიც გამოვიყენე კვლევის დროს, ასევე გავითვალისწინეთ ნაშრომში განხილული სოციალური კვლევის ეთიკის საკითხები.

       პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაში დამეხმარა ასევე მაია მეტრეველის  მიერ     power
point-ით გაკეთებული რესურსი „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე, 2012 წელი“. კვლევის მიმდინარეობისას მნიშვნელოვნად დამეხმარა თუ რა თანმიმდევრობით უნდა გამეკეთებინა კვლევა, განმესაზღვრა საკვლევი საკითხის მიზანი, კვლევის ამოცანები და შედეგები.
                                                                   
                                                                       თავი მესამე
2.1      საკვლევი კითხვის ფორმულირება
კვლევის მთავარი კითხვა იყო, რა იწვევდა საბაზო და  საშუალო საფეხურზე მოსწავლეთა დაბალ ჩართულობას საბუნებისმეტყველო-საზოგადოებრივი მეცნიერების  გაკვეთილებზე.
         საკვლევი პრობლემიდან გამომდინარე გამოიკვეთა შემდეგი საკვლევი საკითხები :
Ø  არის თუ       არა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ურთიერთობა პოზიტიური და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული;
Ø  მოსწავლეებს გააჩნიათ თუ არა თანაგანცდა და სიყვარული, რაც ხელს უწყობს მოსწავლის მოტივაციას სწავლისადმი:
Ø  იყენებენ თუ არა მასწავლებლები გაკვეთილებზე სწავლების მრავალფეროვან სტრატეგიებს და აქტივობებს;
Ø  ზრუნავენ თუ არა  მასწავლებლები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე;
Ø  რამდენად მისაღებია მოსწავლეებისათვის საბუნებისმეტყველო-საზოგადოებრივ  საგნების სახელმძღვანელოები;
Ø  მასწავლებლები გაკვეთილების დაგეგმვისას ითვალისწინებენ თუ არა  მოსწავლეთა ასაკობრივ  შესაძლებლობებს და გეგმავენ თუ არა შესაბამის აქტივობებს მოტივაციის ასამაღლებლად;
Ø  ხომ არ არის პრობლემის მიზეზი სახელმძღვანელოს ტექსტების მოცულობა და სირთულე;
Ø  რა ინტერესები აქვთ მოსწავლეებს და როგორ მოვახდინოთ საგაკვეთილო პროცესის მორგება მათ ინტერესებზე;
Ø  რა მიაჩნიათ მშობლებს თავიანთი შვილების დაბალი მოტივაციის მიზეზად;
Ø  რა დაეხმარებათ მოსწავლეებს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში



2.2 კვლევის მიზანი და ამოცანები

         კვლევის(ინტერვენცია) დაგეგმვამდე საჭიროდ ჩავთვალე მკაფიოდ  ჩამომეყალიბებინა საკვლევი პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. კომუნიკაცია შედგა ჩემს კოლეგებთან(შესაბამის პროფილში), ასევე კოლეგებთან რომლებიც ასწავლიდნენ VII კლასში. შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კვლევის გასაგრძელებლად, საუბრის შემდეგ  გამოიკვეთა შემდეგი:
v  დაწყებითი  საფეხურის მოსწავლეები მეტ ინტერესს იჩენენ სწავლის პროცესში, რადგან სასწავლო მასალა შედარებით მცირეა და ადვილად ასათვისებელი. მოსწავლეთა   დაინტერესებას ისიც ზრდის, რომ დაწყებით საფეხურზე მშობლები ყურადღებით ეკიდებიან მათი სწავლა-განათლების საკითხებს და მეტ-ნაკლებად  ეხმარებიან დავალებების შესრულებაში.
v  საბაზო და საშუალო  საფეხურზე მოსწავლეები უფრო დატვირთულები არიან, მასალა უფრო ვრცელი და რთული ხდება, მშობლები ნაკლებად არიან ჩართული შვილების სწავლა-განათლების საქმეში. ამას ემატება ისიც, რომ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები დაკავებული არიან დამატებითი სხვადასხვა  შემოქმედებითი აქტივობებით, რის გამოც უწევთ გადატვირთვა,  რის გამოც უჭირთ სწავლას მეტი დრო დაუთმონ, რაც საბოლოო ჯამში იწვევს მათი მოტივაციის თანდათან შემცირებას და სწავლის ხარისხის ნელ-ნელა დაქვეითებას.
        პრობლემის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ჩავთვალოთ აგრეთვე მოსწავლეთა გარდატეხის ასაკი(ასაკობრივი მახასიათებლები), ემოციური ფონის  ზრდა, რადგან მათ განსსხვავებული  ინტერესები და მისწრაფებები უჩნდებათ. გარდა ამისა 21-ე საუკუნის ტექნიკური პროგრესის დანერგვამ, კომპიუტერების, ტელეფონების ხშირმა მოხმარებამ მოსწავლეები დააშორა წიგნს, რაც მიმაჩნია რომ პრობლემის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად შეიძლება ჩავთვალოთ. გამომდინარე აქედან  ჩემი მიზანია არსებული პრობლემა გამოვიკვლიო სრულყოფილად, რაც საშუალებას მომცემს სწორად განვახორციელო დაგეგმილი ინტერვენციები.

                                                                    თავი მეოთხე

3.1  კვლევის მეთოდები

         საკვლევი საკითხის სანდოობის გაზრდის მიზნით გამოვიყენე მონაცემთა შეგროვების მნიშვნელოვანი ეტაპი(მეთოდი), როგორიცა რაოდენობრივი(დახურული და ღია ანკეტირება, გამოკითხვა), ასევე თვისობრივი მეთოდები (ინტერვიუ,  ფოკუს-ჯგუფი ანუ  ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება)
         კითხვარები მომზადდა VII  კლასის 8 მოსწავლისა და მათი მშობლებისათვის, ასევე გამოიკითხა 10 მასწავლებელი ჩემი გამოკლებით, რომლებიც ასწავლიან VII   კლასელებს (იხ. დანართი#3.)  შევსებული კითხვარები დამიბრუნა  რვავე  მოსწავლემ და ამდენივე მშობელმა.
        მიმაჩნია, რომ გამოკითხულთაგან მიღებული კითხვარების შედეგები  ზოგად წარმოდგენას შემიქმნიდა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა დაბალ მოტივაციასა და  ჩართულობის შესახებ, შესაბამისად მისი  გამომწვევი ფაქტორების შესახებ, მშობლების დამოკიდებულებებისა და ინტერესების შესახებ. ამასთანავე  გამოვიკვლიე, თუ  რამდენად ეფექტურად იყენებენ მასწავლებლები პროფესიულ უნარებს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, მაგ. სწავლების  სხვადასხვა სტრატეგიებს და მეთოდებს.
        ფოკუს ჯგუფი გახლდათ  VII  კლასის  მოსწავლეები, მიზნობრივად შევარჩიე დაბალი, საშუალო და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები. ფოკუს-ჯგუფიდან გამომდინარე ინტერვიუ ჩავწერე სკოლის დირექტორთან და საბუნებისმეტყველო-საზოგადოებრივი მეცნიერების საგნების მასწავლებლებთან.



3.2  კვლევის ვადები

 ცხრილი N-1

             აქტივობა
იანვარი
 თებერვალი
 მარტი
  აპრილი
მაისი
პრობლემის იდენტიფიცირება

კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება

კითხვარის შედგენა და დამუშავება

ფოკუს ჯგუფები მოსწავლეებთან.
   

ინტერვიუ მასწავლებლებთან
ü   
·          
გამოკითხვა
ü   
·          
მიღებული შედეგების ანალიზი
ü   

სავარაუდო ინტერვენციების განხილვა
ü   

ინტერვენციის განხორციელება
   

ინტერვენციების შედეგების ანალიზი
   
·          
კვლევის ანგარიშის მომზადება და წარდგენა
   
·          


3.3   მონაცემთა ანალიზი

          ჩემს მიერ მონაცემთა შეგროვილმა მონაცემებმა და კვლევის ანალიზმა გამოავლინა,  რომ  მასწავლებლების გარკვეული  ნაწილი  იცნობენ სწავლების ეფექტურ  სტრატეგიებს, თუმცა ყოველთვის ვერ იყენებენ მას გაკვეთილზე, რადგან საზოგადოებრივ-საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა უმრავლესობას უჭირს დამოუკიდებლად საშინაო დავალებების შესრულება გაკვეთილებზე, დროის უმეტესი ნაწილი მიაქვს დავალების განხილვას.
  -         მასწავლებლები ნაკლებად  თანამშრომლობენ ერთმანეთთან  სწავლების  პროცესში წარმოქმნილი სირთულეების დასაძლევად.
  -         მასწავლებლები მეტ-ნაკლებად იყენებენ საგაკვეთილო პროცესში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტრატეგიებს.
  -        ფოკუს-ჯგუფზე  დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები ძნელად იგებენ  საზოგადოებრივ-საბუნებისმეტყველო საგნების ტერმინებს და ცნებებს, ამიტომ თავს არიდებენ, როგორც საშინაო დავალების შესრულებას ასევე ნაკლებად არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
 -       ღია და დახურულმა ანკეტირებამ აჩვენა, რომ მოსწავლეთა ნაწილს სასწავლო მასალა მიაჩნიათ, რომ მოცულობით დიდია და ვერ ახერხებენ ბოლომდე სწავლას.
 -  ღია და დახურული ანკეტირების საფუძველზე (დანართი N1) დადგინდა, რომ 8 მოსწავლიდან, რომელიც გამოიკითხა კითხვაზე.
1. არის თუ არა პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობა პოზიტიური და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული 100 % პასუხობს დიახ, 0 - არა, 0 - ნაწილობრივ, პასუხზე თავი შეიკავა 0%-მა.
2. სახელმძღვანელოები, რომლითაც სწავლობენ საბუნებისმეტყველო-საზოგადოებრივ მეცნიერების საგნებში მისაღებად მიიჩნია 87.5%, ნაწილობრივ 12.5%, მიუღებელია 0%-სთვის.
3. გამოკითხულთა 75% თვლის, რომ გაკვეთილებზე გამოყენებულია სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიები, 12.5% შეიკავა თავი პასუხისგან,  ნაწილობრივაა გამოყენებული 12.5%
4. სასწავლო აქტივობები მისაღწევია 87.5%-ისთვის, 0%-ისთვის არა, 12.5%-ისთვის ნაწილობრივ
5. მოსწავლეების 37.5%-ი თავის  შეფასება ობიექტურად  მიიჩნევს , თავი შეიკავა  25%-მა, ნაწილობრივ ობიექტურია 37.5%-ისთვის.



















ცხრილი N-2. კითხვარის შედეგები


      N
                      კითხვაზე
დიახ
არა
ნაწილობრივ
თავი შეიკავა
სულ
1.        
არის თუ არა პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობა პოზიტიური და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული?
8
0
0
0
8
2.        

სასწავლო სახელმძღვანელო, რომლითაც სწავლობთ მისაღებია თუ არა თქვენთვის?
7
0
1
0
8
3.        

არის თუ არა გამოყენებული გაკვეთილზე სწავლების მრავალ-
ფეროვანი  სტრატეგიები?
6
0
1
1

8
4.        

არის თუ არა მისაღწევი  თქვენთვის სასწავლო აქტივობები?
7
0
1
0
8
5.        

თვლით თუ არა, რომ თქვენი შეფასება ობიექტურია?
3
0
2
3
8




6. კითხვაზე, იყენებთ თუ არა გაკვეთილზე მრავალფეროვან რესურსებს მოსწავლეთა 50% პასუხობს ხშირად, 37.5%-იშვიათად, 12.5% ყოველთვის, 0%- არასდროს.
7. შეფასების სქემების შემუშავებაში ყოველთვის მონაწილეობს- 12.5%, ხშირად 37.5%, იშვიათად 37.5%, არასოდეს 12.5%.
8.პოზიტიურ უკუკავშირს მასწავლებლებისგან ღებულობს ყოველთვის 62.5%, ხშირად 12.5%, იშვიათად 25%, არასდროს 0%.
ცხრილი N-3 კითხვარის შედეგები
   N
            კითხვაზე
ყოველთვის
ხშირად
იშვიათად
არასდროს
სულ
1.        
იყენებთ თუ არა გაკვეთილზე მრავალფეროვან რესურსებს
     1
  4
   3
   0
  8
2.        
იღებთ თუ არა მონაწილეობას შეფასების სქემების შემუშავებაში
    1
  3
   3
1
   8
3.        
ღებულობთ თუ არა პოზიტიურ უკუკავშირს მასწავლებლებისაგან
  5
   1
    2
   0
    8

9. კითხვაზე, როგორი დავალების შესრულება გირთულდებათ  2 მოსწავლე (25%) პასუხობს დისკუსია, 1 მოსწავლე (12.5%) - კითხვებზე პასუხი, 5 მოსწავლეს (62.5%) უჭირს პრეზენტაცია.
ნახ.1      კითხვარის შედეგები:
10. კითხვაზე, როდის უფრო ხშირად ხართ ჩართული საგაკვეთილო პროცესში 2-მა მოსწავლემ (25%) უპასუხა დისკუსიაში მუშაობის დროს, 6 მოსწავლემ (75%) ჯგუფურ მუშაობაში, 0% ინდივიდუალური, 0%არააქვს მნიშვნელობა.
ნახ.2      კითხვარის შედეგები
11.  კითხვაზე როგორი გაკვეთილი უფრო საინტერესოა 2 მოსწავლე პასუხობს თანამედროვე, 25%, არცერთი მოსწავლე არ ეთანხმება ტრადიციულს, არცერთი მოსწავლე არ ეთანხმება ისტ-ს,  6 მოსწავლეს ურჩევნია ექსპერიმენტი- 75%.
ნახ.3 კითხვარის შედეგები
  12. კითხვაზე რომელი საგნის შესწავლას ანიჭებ უპირატესობას, ორი მოსწავლე პასუხობს ქართულს 25%, ორი  მოსწავლე ინგლისურს 25 %, ოთხი მოსწავლე გეოგრაფიას  50%.
13. ღია კითხვაზე რით არის საინტერესო  საგანი გეოგრაფია თქვენთვის მოსწავლეთა უმრავლესობა ფიქრობს რომ უამრავ რამეს გაიგებენ დედამიწის შესწავლისათვის. ნაწილი თვლის, რომ ქართულს, ხოლო ნაწილი თვლის ბიოლოგიას, მათთვის საინტერესო საკითხების გამო.

14. კითხვაზე რა გიშლით ხელს სწავლაში  ორი მოსწავლე პასუხობს სიზარმაცე 25%,  სამი მოსწავლე თვლის რომ,  დიდია  დავალებების მოცულობა 37,5%, ხოლო სამ მოსწავლეს მიაჩნია, რომ სიზარმაცე უშლის ხელს(37.5%).
ნახ.4 კითხვარის შედეგები 
15. კითხვაზე რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის სწავლის პროცესში  6 მოსწავლის აზრით (75%) ცოდნის მიღება, 2 მოსწავლე (25%), უნარების გამომუშავება, არცერთი მოსწავლე (0%) ქულის მიღება.
ნახ.5 კითხვარის შედეგები. 

16. კითხვაზე საზოგადოებრივი მეცნიერების  საგნებიდან(ისტორია, გეოგრაფია), რომელი საგანი იყო მათთვის რთული, რვავე მოსწავლემ მონიშნა ისტორია 100%
ნახ. 6 კითხვარის შედეგები 
17. კითხვაზე რა დაგეხმარებათ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში მოსწავლეებმა კითხვარები წარმოადგინეს შემდეგნაირად: გაკვეთილში გამოყენებული  უნდა ინას მრავალფეროვანი აქტივობები, ასევე სიზარმაცისგან თავის დაღწევა, საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამები, არ გამოიყენება სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენება, წახალისება მასწავლებლებიდან, დამატებითი საინტერესო სახელმძღვანელოები. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მასწავლებლები სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოსწავლეთა მიმართ  უნდა იყვნენ ხალისიანი, სასწავლო პროცესში ხშირი ჩართვა, მასწავლებლის მიერ მიწოდებული ახალი მასალა მოსწავლისთვის გასაგები და ადვილად აღქმადი ყოს, კეთილმოწყობილი ლაბორატორიები და საინტერესო აქტივობები, ასევე მასწავლებელი მოსწავლეს უნდა აფასებდეს, როგორც განმსაზღვრელ,  ასევე განმავითარებელი შეფასებითაც,  სადაც მოსწავლეს უნდა დავანახოთ სად სჭირდება მოსწავლეს დახმარება და სადს არა, და შესაბამისად დაგეგმოს  გაკვეთილები.

         მშობლების კითხვარის (დანართი N2) ანალიზის შედეგად გამოიკვეთა რომ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა დაბალი ჩართულობის ერთერთ მიზეზი სასწავლო პროცესისადმი მშობელთა დაბალი დაინტერესებაა, რაც იმითაც გამოიხატა რომ VII  კლასის  მოსწავლის მშობლიდან, რომელთაც გავუგზავნე კითხვარები პასუხები დამიბრუნა რვავე  მშობელმა, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოსწავლის მშობლები ხშირად თანამშრომლობდნენ, როგორც კონკრეტული საგნის მასწავლებელთან, ასევე კლასის ხელმძღვანელთან, რაც მნიშვნელოვანია მოსწავლეთა  ჩართულობისთვის სასწავლო პროცესში.   
         
1. კითხვაზე არის თუ არა მშობლებსა და პედაგოგებს შორის ურთიერთობა პოზიტიური და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული 87.5% პასუხობს - დიახ, 12.5% - არა, 0% -ნაწილობრივ
2. თვლით თუ არა რომ თქვენი შვილი ყველა საგნის მიმართ ერთნაირ დაინტერესებას არ იჩენს 50% პასუხობს დიახ, 0% - არა, 50% -ნაწილობრივ, 0% - არ ვიცი.
3. იღებთ თუ არა პოზიტიურ უკუკავშირს მასწავლებლებისგან 62.5% პასუხობს - დიახ, 0% - არა, 37.5% - ნაწილობრივ.
4. როგორ ფიქრობთ სასწავლო პროცესისადმი თქვენი შვილის დაბალი დაინტერესების მიზეზი ხომ არაა გარდატეხის ასაკი , 0% პასუხობს - დიახ, 75% - არა, 25% - ნაწილობრივ.






ცხრილიNკითხვარის შედეგები

N
კითხვაზე?
   დიახ
 არა
ნაწილობრივ
არ ვიცი
სულ
1.
არის თუ არა ურთიერთობა პოზიტიური
7
1
0
-
8
2.
თვლით თუ არა რომ თქვენი შვილი ერთნაირ დაინტერესებას  არ იჩენს ყველა საგნისადმი
0
4
50
-
8
3.
იღებთ თუ არა უკუკავშირს მასწავლებლებისაგან
5
0
3
-
8
4
როგორ ფიქრობთ სასწავლო პროცესის მიმართ თქვენი შვილის დაბალი დაინტერესების მიზეზი ხომ არაა გარდატეხის ასაკი
0
6
2
-
    8

5. კითხვაზე, როგორ შეიცვალა თქვენი შვილის დაინტერესება სასწავლო პროცესისადმი წინა წლებთან შედარებით 5 მშობელი (62.5%) პასუხობს - გაუმჯობესდა, არცერთი  მშობელი (0%) - გაუარესდა, 3 მშობელი (37.5%) - არ შეცვლილა.
ნახ.7 კითხვარის შედეგები 
6. კითხვაზე რომელი საგნის მიმართ იჩენს თქვენი შვილი დაინტერესებას 4 მშობელი (50%) წერს - ქართული, 2 (25%) - გეოგრაფიას , 1 (12.5%) - ინგლისური,  1 (12.5%) -ბიოლოგიას;
ნახ.8 კითხვარის შედეგები
7. კითხვაზე რა დროს უთმობს თქვენი შვილი მეცადინეობას, არცერთი მშობელი წერს 0,5 სთ,  3 მშობელი (37.5%) - 1 საათი, 5(62.5%) – 2 სთ-ზე მეტს, არცერთი მშობელი (0%) - საერთოდ არ მეცადინეობს.
ნახ.9 კითხვარის შედეგები
8. რა ფორმით იღებთ ინფორმაციას თქვენი შვილის შესახებ სკოლიდან 3 მშობელი (37.5%) წერს - დავდივარ სკოლაში, 2 (25%) - ვეკითხები ბავშვს, 3 მშობელი წერს (37.5%) მაქვს სატელეფონო კავშირი მასწავლებლებთან
9. კითხვაზე რამდენად ხშირად დადიხართ სკოლაში 4 მშობელი (50%) პასუხობს - თვეში 1-ჯერ, 2 მშობელი (25%) - ორ თვეში 1-ჯერ,   მშობელი (12.5%) - სემესტრში 1-ჯერ. 1 მშობელი აცხადებს (12.5%) საერთოდ არ დადის სკოლაში
10. რით არის დაკავებული თქვენი შვილი გაკვეთილების შემდეგ 4 (50%) მშობელი პასუხობს - მეხმარება საოჯახო საქმეებში, 2 (25%) - დროის მეტ ნაწილს უთმობს ტელეფონს, კომპიუტერს , ტელევიზორს, 2 (25%) - დადის სპორტზე, არცერთი (0%) - კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას.
ნახ.10 კითხვარის შედეგები
11. ღია კითხვაზე რა შეიძლება იყოს საგაკვეთილო პროცესში თქვენი შვილის დაბალი ჩართულობის მიზეზი, მშობელთა ნაწილი თვლის, რომ მიზეზი არის მათი შვილების სიზარმაცე 60%, სწავლისადმი უარყოფითი დამოკიდებულება, გონება-გაფანტულობა , ნაწილის აზრით სასწავლო პროცესი უინტერესოა, რაც იწვევს ბავშვების დე-მოტივაციას, ნაწილი კი აბრალებს ტექნოლოგიებთან მიჯაჭვულობას.

12. ღია კითხვაზე როგორ უნდა გავზარდოთ თქვენი შვილის დაინტერესება სასწავლო პროცესისადმი მშობლები წერენ:  სხვადასხვა ტიპის აქტივობებით მოსწავლეთა დაინტერესება, საინტერესო გაკვეთილებით, მშობელთა ნაწილს მასწავლებლების სიმკაცრე და მოსწავლეთა ხშირი გამოკითხვა მიაჩნიათ საჭიროდ, ნაწილი მშობლებისა აცხადებს, რომ მასწავლებლებმა მეტი ყურადღება და სიყვარული გამოიჩინონ მოსწავლეთა მიმართ, ასევე წაახალისონ, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობას და დაინტერესებას სწავლისადმი.
შედეგები ნახ.11 კითხვარის 
      1.  არის თუ არა პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობა პოზიტიური?
მასწავლებელთა კითხვარის (დანართი N3)   ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა შემდეგი.  VII კლასში შემსვლელი 10 მასწავლებლიდან   ჩემი გამოკლებით 7   მასწავლებელი (70%) თვლის, რომ პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობა პოზიტიური და ურთიერთ-პატივისცემაზეა დამყარებული, 2 მასწავლებელი (20%) ნაწილობრივ, ხოლო ერთი მასწავლებელი (10%) იშვიათად.
2.  კითხვაზე: იყენებთ თუ არა გაკვეთილზე სწავლების მრავალფეროვან სტრატეგიებს?
80 % პასუხობს - ხშირად. 10% იშვიათად, 10% ნაწილობრივ
 3.  გამოკითხულთა  60% მიაჩნია, რომ მრავალფეროვან რესურსებს ხშირად იყენებს გაკვეთილზე,  20%  -იშვიათად. 20%  ყოველთვის  იყენებს მრავალფეროვან რესურსებს.
4. მოტივაციის ამაღლების საშუალებებს ყოველთვის იყენებს  60%, ხშირად 20%, იშვიათად 20%ნაწილობრივ;
 5. ისტ-ის იშვიათად იყენებს 80% არასდროს 20%;
 6. გაკვეთილზე ექსპერიმენტს იშვიათად ატარებს 60%, ხშირად 20%, ხოლო არასდროს 20%;
 7.  მოსწავლეთა დიფერენცირებას ახდენს საგაკვეთილო პროცესში ხშირად 80%, ნაწილობრივ 20%.
 8 . მოსწავლეთა ინტერესებს და საჭიროებებს ითვალისწინებს  80%  ყოველთვის,20 % ნაწილობრივ;
 9.მოსწავლეს პოზიტიურ უკუკავშირს აძლევს ყოველთვის  40%,ხშირად  60%.
10.  შეფასების სქემების შემუშავებაში მოსწავლეებს ყოველთვის რთავს 20%, ხშირად 20%, იშვიათად 60%;
11. მოსწავლეთა შეფასებისას ყოველთვის ობიექტურია 90%, 10% ხშირად.
 12. გაკვეთილის დაგეგმვის  იყენებს ესგ-ს სტანდარტს  ყოველთვის  60%, ხშირად 20%, ნაწილობრივ  20%;
 13. თითოეული აქტივობის შესრულების პროცესში მოსწავლეებს სათანადო ინსტრუქციებს აძლევს 90% ყოველთვის, 10% ხშირად;
 14. ღია კითხვაზე რა არის საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა დაბალი ჩართულობის მიზეზი, მასწავლებლები პასუხობენ ,რომ მასწავლებელთა დაბალი კვალიფიკაციაა მიზეზი მოსწავლეთა მოტივაციისა და ჩართულობისა სასწავლო პროცესში, ასევე
ასახელებენ მოსწავლეთა ინტერესის ნაკლებობას სწავლისადმი, რესურსების ნაკლებობას. ასევე მასწავლებელთა დიდი  ნაწილისთვის  სხვადასხვა  მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენების აუცილებლობა სახელდება. მასწავლებელთა ნაწილი მიიჩნევს მოსწავლეთა ნაკლებ მოტივაციას, რაც თავის მხრივ ასაკის შესაბამისად შეიძლება განვითარდეს ამიტომ ნაწილი აცხადებს რომ მეტნაკლებად ინდივიდუალურია მოსწავლეთა მოტივაციაც.
15. ღია კითხვაზე, როგორ გავზარდოთ მოსწავლეთა  ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში მასწავლებლები გვპასუხობენ შემდეგს: სთავაზობენ მოსწავლეებს სწავლების თანამედროვე მეთოდებს და მიიჩნევენ, რომ ამით გაზრდიან მოსწავლეთა მოტივაციას და ჩართულობას სასწავლო პროცესში.  ასევე სწავლებისას გაკვეთილზე გამოვიყენოთ საინტერესო და სახალისო აქტივობებს, წახალისების სხვადასხვა მეთოდები
(განმავითარებელი კომენტარებით და სახვა მრავალი),  მოსწავლეებს გავუღვივოთ ცნობისმოყვარეობა. პედაგოგების ნაწილი აცხადებს რომ ექსპერიმენტები და ინოვაციური მიდგომები აუცილებელია თანამედროვე დონეზე, რათა მოსწავლეთა ინტერესები დაკმაყოფილდეს და მიეცეთ შესაძლებლობა განვითარების. ნაწილი მიიჩნევს, რომ  გაკვეთილები დაიგეგმოს მოსწავლეთა ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით, გამოყენებული იქნას ფერადი გაკვეთილები და მსგავსი რაღაცეები, რაც კიდევ უფრო დააინტერესებს მოსწავლეებს  და გახდის მოტივირებულს. აღნიშნული აქტივობები მართლაც შეესაბამება თანამედროვე  სწავლების მოთხოვნებს, თუმცა მათი ხშირი გამოყენება ვერ ხერხდება, რადგან წინასწარ ჭირდება სასწავლო რესურსის მომზადება, რაც დამატებით დროს და ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს და აგრეთვე ამის შესაძლებლობას არ იძლევა პატარა ზომის  საკლასო ოთახები.

 დანართი   N-1 კითხვარის ანალიზის შემდგომ დავგეგმე ფოკუს ჯგუფთან მუშაობა. ფოკუს ჯგუფი წარმოადგენდა VII კლასის 4-4 მოსწავლე. მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებისგან გამეგო უფრო ამომწურავი და სრულყოფილი ინფორმაცია. გამოკითხული მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ საგანში უჭირთ ვრცელი ტექსტების გაანალიზება და დამახსოვრება, სხვადასხვა ტიპის ამოცანებისა თუ დავალებებზე მუშაობა. ანალიზის შედეგად ფოკუს ჯგუფის მოსწავლეების ნაწილი ასახელებს დაწყებით საფეხურზე  გამოვლენილ მნიშვნელოვან პრობლემებზე, რაც პირდაპირ კავშირშია სწავლა-სწავლების საკითხებთან.  დაწყებითი განათლების საფეხურზე მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს გამოვუმუშაოთ ინდივიდუალურად მუშაობის, ჯგუფებსა და წყვილებში მუშაობის უნარი და რაც მთავარია კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და კვლევა-ძიების  უნარები, რაც თავის მხრივ მოსწავლეებს ამზადებს საბაზო საფეხურზე შედარებით მარტივ თუ რთულ გამოწვევას რომ უპასუხონ და განივითარონ მაღალი სააზროვნო უნარები. ასევე ნაწილი აცხადებს მასწავლებლის მხრიდან ნაკლებ  მოტივირებას, თანადგომასა და თანამშრომლობას. მოსწავლეები გამოკითხულთა თითქმის 90 %-ზე მეტმა თავის გამოკითხვაში დაადასტურა, რომ მთავარ გამოწვევად რჩება სიზარმაცე. ამასთანავე დაბალი ჩართულობის მიზეზად მოსწავლეები ასახელებენ  ასევე იმასაც, რომ სკოლაში საერთოდ არ ფუნქციონირებს ლაბორატორიები, არ არსებობს კლას-კაბინეტები, რაც თავის მხრივ იწვევს რესურსების ნაკლებობას, ან   რაც არსებობს მოძველებულია და გამოუსადეგარი თითქმის. ვფიქრობ მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ სხვადასხვა ტიპის აქტივობები, რაც გამოიწვევს მოსწავლეთა დაინტერესებას, მაგ. კლასგარეშე და სკოლისგარეშე აქტივობები, რის მიმართაც მოსწავლეთა უმრავლესობა დიდ ინტერესებს პერსპექტივაში გამოიწვევს სწავლისადმი მოსწავლეთა დაინტერესებას, რაც პარალელურად მოსწავლეთა სწავლისადმი ინტერესების გაღვივებას გამოიწვევს. სწავლის მიმართ არაერთი  მოტივაციის  მახასიათებლები არსებობს, როგორც შინაგანი ასევე გარეგანი მოტივაციის მახასიათებლები(მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი 2008წ). ამავდროულად მნიშვნელოვანია  გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიები, როგორიცაა: ლინგვისტური(ენობრივი ინტელექტი), ლოგიკურ მათემატიკურ( ლოგიკური აზროვნების უნარი), სივრცული ინტელექტი( ვიზუალური სამყაროს სწორად აღქმის უნარი), მუსიკალური ინტელექტი, ფიზიკურ-კინესთეტიკური(ხელების მარჯვედ გამოყენება, მოქნილობა), ინტერ-პერსონალური(განწყობის, მოტივაციების და გრძნობების აღქმის და დანახვის უნარი), ინტრა-პერსონალური (თვითშემეცნებისა და თვიდისციპლინის უნარი), ნატურალისტური ინტელექტი(ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ობიექტების ამოცნობის უნარი). ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მეთოდებს უნდა ფლობდეს მასწავლებელი და შესაბამისად გეგმავდეს გაკვეთილებს. ზემოთ ჩამოთვლილი  მეთოდების გამოყენებით, მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და ასაკობრივი შემადგენლობის გათვალისწინებით  მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა მისცეს საშუალება და გამოიყენოს საჭიროებისამებრ, რათა ყველა მოსწავლემ, როგორც  ინდივიდუალურად ასევე მთელ კლასთან ერთად  შეძლოს ყურადღების მობილიზება, გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები(განვითარებისა და სწავლის თეორიები) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი 2008 წ.
სწორედ ამიტომ დაუშვებელია მოსწავლის ერთი ინტელექტის სფეროში კლასიფიცირება. აუცილებელია, მასწავლებლებმა ისეთ სასწავლო აქტივობებს მიმართოს, რომელიც ბავშვის უნარებს არა მხოლოდ ერთი, არამედ სხვადასხვა მიმართულებით განავითარებს, რაც თავის მხრივ გამოიწვევს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას და შესაბამისად გაიზრდება მოსწავლეთა აკადემიური შესაძლებლობებიც. გამომდინარე აქედან, თავიდან ავიცილებთ ბავშვთა დისკრიმინაციას და ხელს შეუწყობთ მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას. მიმაჩნია და ვფიქრობ აუცილებელიცაა სასწავლო პროცესი ეფექტიანად  წარმართვისთვის მოსწავლის კარგად გაცნობა და მისი შედარებით განვითარებული და განსავითარებელი უნარების სწორად ამოცნობა და შესაბამისი სტრატეგიების გამოყენებით მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. მასწავლებელთა მზაობა აუცილებელია მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად, შესაბამისად ის უნდა  ფლობდეს პროფესიულ უნარებს მოსწავლეთა მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ და შესაბამისად უნდა შეძლოს მოსწავლეთა დაინტერესება.

                                                              თავი მეხუთე
4.1  ინტერვენციები
შეგროვებულ მონაცემთა ანალიზის შემდეგ დაიგეგმა  შემდგომი ღონისძიებები
·  სამუშაო შეხვედრები გაიმართა კოლეგებთან  მოტივაციის ამაღლების  საშუალებების შესახებ(მოტივაცია, ავტ. მანანა მელიქიშვილი)  ლიტერატურის გაცნობა;
·        თანამშრომლობა სკოლის დირექციასთან და დამრიგებელთან ეფექტური სასწავლო     გარემოს შექმნის მიზნით;
·       კოლეგების პროფესიული გამოცდილების გაზიარება, გაკვეთილების ერთობლივი დაგეგმვა ურთიერთ-დასწრებით, შედეგების განხილვა; მოსწავლეთა შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ამაღლების მეთოდების გამოყენებით სწავლის მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
·         ჯგუფური სამუშაოების დაგეგმვა;
·         თანაბარი სიძლიერის ჯგუფის შექმნა, რომლებშიც წარმატებული მოსწავლეები;
        დაეხმარებიან დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს;
·        დიფერენცირებულ ჯგუფებში მოსწავლეები იმუშავებენ, მათი ცოდნის შესაბამის; საკითხებზე(ინდივიდუალური და ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინება);
·         მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების მიერ დაბალი აკადემიური მოსწრების  მქონე მოსწავლეების დახმარება და ინფორმაციის მიწოდება; მასწავლებლებისათვის, მათი თანამშრომლობის საფუძველზე  შედეგების განხილვა;
·          საჭიროების შემთხვევაში დამატებითი მუშაობა მოსწავლეებთან მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი;
·          თანამშრომლობა მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან;
·         სასწავლი წლის დასრულების  ეტაპზე მოსწავლეების, მასწავლებლების გამოკითხვა კვლევის ფარგლებში დაგეგმილი ინტერვენციების შეფასების მიზნით;

4.2  ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი
         ინტერვენციების განხორციელებამ მოსწავლეებისთვის დადებითი შედეგი გამოიღო. დაკვირვებამ აჩვენა, რომ როგორც წარმატებული, ისე დაბალი აკადემიური მოსწრების  მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა აქტივობებში, მაგ.  ჯგუფური მუშაობის პროცესში, მოსწავლეები მუშაობდნენ ერთად, ეხმარებოდნენ ერთმანეთს, უფრო იოლად წერდნენ საკლასო დავალებებს  ერთობლივი მუშაობის პროცესში. განსაკუთრებით ხალისით მუშაობდნენ დიფერენცირებულ ჯგუფებში, როცა დავალება მათთვის ადვილად  შესასრულებელი და   მათი ცოდნის შესაბამისი იყო. ამასთანავე მოსწავლეებში გაიზარდა დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებს საშინაო დავალების შესრულებაში.
      მასწავლებლების გამოკითხვამ აჩვენა, რომ სამუშაო შეხვედრები მათთვის შედეგიანი იყო, რადგან გაიხსენეს მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა საშუალებები(შინაგანი და გარეგანი მოტივაცია), მოსწავლეთა სოციალური უნარები, ინტერესები, ასაკობრივი შესაძლებლობები და სხვა,  რაც თავის მხრივ მასწავლებლებს დაეხმარათ გაკვეთილების უფრო საინტერესოდ დაგეგმვაში. ერთობლივად დაგეგმილ გაკვეთილებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მოსწავლეები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში   მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა კიდევ უფრო შეინიშნებოდა, როცა გაკვეთილებზე ვიყენებდით ისტ-ს. ან მათთვის საინტერესო  სასწავლო რესურსს(პრეზენტაციას და ჯგუფურ სამუშაოებს და სხვა).
       სკოლის დირექციასთან და VII კლასის დამრიგებელთან ერთობლივი მუშაობის პროცესში      სასწავლო გარემო უფრო ეფექტური და საინტერესო გახდა. ამავე კლასის საგნის მასწავლებლების დამატებითმა მუშაობამ მოსწავლეებთან,  უფრო დააინტერესა მოსწავლეები და მათი ცოდნის დონე  თანდათანობით ამაღლდა.
    ვფიქრობ, ჩემი პედაგოგიური კვლევის ფარგლებში განხორციელებული ინტერვენციები, მოსწავლეებთან, კოლეგებთან და მშობლებთან  დადებითად აისახება მოსწავლეთა, როგორც აკადემიურ მოსწრებაზე, ასევე  წლიურ  შედეგებზე, რომელსაც გავაანალიზებთ სასწავლო წლის ბოლოს საზოგადოებრივ-საბუნებისმეტყველო კათედრის სხდომაზე და გვაანალიზებთ შედეგებს სამომავლო გეგმებისა თუ მიღწევების  თვალსაზრისით. მიმაჩნია, რომ კოლეგებს შორის ურთიერთ-თანამშრომლობა საკმაოდ ბევრის მომცემია, ერთობლივი გაკვეთილების დაგეგმვა, რაც საბოლოოდ აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებასა და საერთო შედეგებში, რის გამოც გაიმართა კოლეგებს შორის სამუშაო შეხვედრა ,ურთიერთდასწრების მეთოდი(კრიტიკული მეგობარი), სამუშაო შეხვედრების გამართვა და სხვა,  სადაც განხილული იქნა ჩემს მიერ განხორციელებული კვლევა და კვლევის შედეგები. კოლეგების დიდმა ნაწილმა აღნიშნა, რომ მსგავს კვლევას მომავალში თვითონაც დაგეგმავენ, რაც მათივე
 თქმით დაეხმარება პრობლემის გამოკვეთაში და პრობლემური საკითხის რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად მოგვარებაში. კოლეგებმა ასევე აღნიშნეს რომ მათი კვლევაში მონაწილეობა საინტერესო იყო და მნიშვნელოვანი, რაც ასევე დაეხმარება კვლევისათვის საჭირო და აუცილებელი საკითხების გამოკვეთასა და დროის ეფექტურად მართვაში. კვლევაში ღია თუ დახურული ტიპის კითხვები მათივე თქმით მნიშვნელოვანი იყო, რაც თავის მხრივ კვლევისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ამავდროულად  აუცილებელიც კი.

                                                                     თავი მეექვსე
5.1  კვლევის მიგნებები
მონაცემთა ანალიზის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც  შემდეგში მდგომარეობდა:
·         მასწავლებლები ან/არ თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან სწავლების პროცესში    წარმოქმნილი სიძნელეების დასაძლევად და არ უზიარებდნენ ერთმანეთს გამოცდილებას
·          გამოიკვეთა  მასწავლებლების მიერ მოტივაციის ამაღლების საშუალებების ნაწილობრივ გამოყენება;
·         მასწავლებელთა დაბალი კვალიფიკაცია;
·          სასკოლო სახელმძღვანელოები ნაწილობრივ შეესაბამება მოსწავლეთა ინტერესებს;
·          მშობელთა ნაკლები ჩართულობა სასწავლო პროცესში და სხვა;
·          
5.2  რეკომენდაციები

       ჩემთვის მნიშვნელოვანია მომავალში  კვლევის დაგეგმვისას და ფოკუს ჯგუფის შერჩევისას  მასწავლებელთა ჩართულობის გაზრდა, მათთან თანამშრომლობის საფუძველზე პრობლემური საკითხების განხილვა და კვლევის სწორად დაგეგმვა, თუ ეს კვლევა მიმართული იქნება მხოლოდ სასწავლო პროგრესის და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაზე და არა მხოლოდ მასწავლებელთა პროფესიულ და კარიერულ წინსვლაზე. სასურველია და ვფიქრობ აუცილებელიც, მასწავლებლებმა აქტიურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან, იხელმძღვანელონ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ეფექტური სტრატეგიებისა თუ  მეთოდების დანერგვასა და მის  გამოყენებაზე სასწავლო პროცესში. მნიშვნელოვანია მოსწავლეებში გამოვიყენოთ, როგორც შინაგანი მოტივაციის(სწავლის სწავლა) ისე გარეგანი მოტივაციის ამაღლების ხერხები(მოსწავლეთა წახალისება სწავლებისას, ობიექტური და სამართლიანი შეფასება, მოსწავლეებთან ერთად შეფასების კრიტერიუმების  შექმნაში  მონაწილოება, ასევე რაც ყველაზე მთავარია ეფექტური განმავითარებელი შეფასება. იქ სადაც მოსწავლეს რა კომპონენტშიც აქვს პრობლემა, მოცემული პრობლემის დროული გამოვლენა და ადეკვატური შეფასება უკუკავშირი. ასევე კარგი იქნება თუ სკოლის ადმინისტრაცია(დირექცია) იზრუნებს საკლასო ოთახების შესაბამისი ინვენტარით  სრულ  აღჭურვაზე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინტერესების დაკმაყოფილებას და შესაბამისად  მოსწავლეთა მოტივაციაც  გაიზრდება. მოსწავლეთა ინტერესების დაკმაყოფილება, მათი მოთხოვნილებებისა და ინტერესების გათვალისწინება, მნიშვნელოვანი წინაპირობაა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაზრდის კუთხით.
    მოტივაციის გაზრდის მიზნით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ სასწავლო პროცესში  ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეთოდებით გამოყენებული გაკვეთილების ჩატარება(რასაც სჭირდება შესაბამისი საკლასო ოთახები და რესურსები), სადაც იქნება კომპიუტერი, პროექტორი, ეკრანი,  შესაბამისი დაფა და სხვა მოწყობილობები. მოსწავლეთა ინტერესების დაკმაყოფილება სწავლებისას, როგორც ჯგუფურ ჩართულობაში ასევე ისტ-ს გამოყენებით სხვადასხვა ტიპის დავალებების, POVERPOINT-ით პრეზენტაციების მოწყობაში,  მოსწავლეებს უღვივებს ლიდერობის სურვილს და განცდებს, რაც  შესაბამისად მოსწავლეებში აამაღლებს   სწავლისადმი მოტივაციას.
       რაც შეეხება მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას, მასწავლებლებმა მაქსიმალურად უნდა დააინტერესონ მოსწავლეები, შესთავაზონ მრავალფეროვანი სასწავლო მასალა და რესურსები, შესაბამისი აქტივობები და მეთოდები ესგ-ს სტანდარტით გათვალისწინებული მისაღწევი აქტივობები, რათა მოსწავლეებმა სწავლის პროცესს შეხედონ პოზიტიური კუთხით, რაც საშუალებას მოგვცემს მოსწავლეებში ავამაღლოთ სწავლისადმი სწორი დამოკიდებულება და მაღალი მოტივაცია, რაც თავის მხრივ საბოლოოდ აისახება  მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ მიღწევებში. მოსწავლეებს აუცილებლად უნდა ავუხსნათ, რომ საზოგადოებრივ-საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა-გამოცდილება დაეხმარება მათ თანამედროვე სწავლების მეთოდების და უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, როგორიცაა: მაღალი პასუხისმგებლობის უნარი, გარემოზე ზრუნვა, საზოგადოებრივი პრობლემების უკეთ გააზრებაში და რაც მთავარია გარემოს დაცვის მიმართულებით საკუთარი ხედვები და დამოკიდებულებები. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილთაგან მომავალში მოსწავლეებს დაეხმარება უკეთ გააცნობიერონ მათ  ირგვლივ მიმდინარე  მოვლენები, შეძლონ  კრიტიკული სიტუაციიდან გამოსავალი და თავად გახდნენ გამომგონებლები.
      საზოგადოებრივ-საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართულებებით მოსწავლეებს დაინტერესება და უკეთ სწავლა მოსწავლეებს აუმაღლებს ცნობიერების დონეს, ამასთანავე გამოუმუშავდებათ კრიტიკული აზროვნების უნარები,  ანალიზის, სინთეზისა  და შეფასების უნარები, რაც თავის მხრივ გავლენას მოახდენს მოსწავლეთა მსოფლმხედველური უნარების  ჩამოყალიბებაში, დამოუკიდებელი გახდეს გადაწყვეტილებებში, რაც მთლიანობაში გამოადგება მოსწავლეს, ოჯახს, საზოგადოებას და ერთად აღებულს ჩვენს ქვეყანს.
       ჩემი მიზანია მომავალშიც, რაც შეიძლება მეტად აქტიურად  ვითანამშრომლო, როგორც მასწავლებლებთან, კლასის ხელმძღვანელთან, ასევე სკოლის ადმინისტრაციასთან. ასევე  ჩემთვის და საერთოდ მნიშვნელოვანია VII  კლასის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან, ასევე დანარჩენი კლასის ყველა მშობელთან თანამშრომლობა, რათა თითოეული მათგანი უფრო აქტიურად ჩაერთონ საკუთარი შვილების აღზრდისა და სწავლა/სწავლების პროცესში. მაქსიმალურად ვცდილობ ჩავერთო ყველა სასკოლო თუ სკოლის გარეშე  ღონისძიებებში, რაც მიმართულია მასწავლებლის პროფესიული განვითარებისაკენ, გავდივარ მრავალ ტიპის ტრენინგებსა თუ მასტერ/კლასებს. მაქსიმალურად ვცდილობ ვისწავლო უკეთ, რათა შემდგომში თავად შევძლოთ მოსწავლეთათვის სწავლის-სწავლა და სხვადასხვა აუცილებელი და საჭირო უნარების გამომუშავება. მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ვასწავლოთ დამოუკიდებლობა, მიცეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება და თავად გახდნენ გამომგონებლები, გადაწყვეტილების მიმღებები.

5.3 კვლევის ნაკლოვანებები

      კვლევის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი , რომ მოსწავლეების ან მათი მშობლების პასუხები არ ემთხვეოდეს, ან არაადეკვატური იყოს მიღებული გამოკითხვისა, ასევე მასწავლებლების გამოკითხვებიც, რაზეც მაფიქრებინებს ის ფაქტი რომ გამოკითხულთა 99%-მა თავი   შეიკავა   კითხვარებზე საკუთარი ინიციალების დართვაზე. მოსწავლეთა ნაწილმა გამოკითხვაში შეიძლება პასუხები  არ გასცა ობიექტურად, თუმცა შედეგები მაინც რაღაცაზე მეტყველებენ.
      მცდელობა იმის, რომ მომეწესრიგებინა საზოგადოებრივ-საბუნებისმეტყველო  მეცნიერებების კაბინეტი, მომეწყო საკლასო ოთახები სრულად, არ გამოვიდა. საკლასო ოთახების სრულყოფილად კეთილმოწყობა დიდ  ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაც აფერხებს პროცესების უკეთესობისკენ ზრდას, შესაძლებლობების ფარგლებში შევიძინეთ სასწავლო რუქები, ატლასები, და სხვა. პარალელურად ვმუშაობდი არაერთ კლასთან როგორც კლასის დონეზე, ასევე სასკოლო კლუბების დონეზე და არაერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურა შევიძინეთ პროექტებით და გადავეცით სკოლის ბიბლიოთეკას რაც მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ისარგებლონ კლასგარეშე ლიტერატურითაც და აიმაღლონ ცოდნის დონე. ასევე მომავალში ვგეგმავ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ჩავრთო ყველა სასკოლო თუ სკოლის გარე აქტივობებში, გავზარდო მათი ჩართულობა და მონაწილეობა და ამ გზით გავზარდო მოსწავლეთა მოტივაცია. მომავალში ასევე ვგეგმავ ინდივიდუალურად დავგეგმო თავისუფალი გაკვეთილები, გამოცდილება გამაჩნია და შევეცდები ჩემი გამოცდილება და პროფესიონალიზმი მოვახმარო ჩემს მოსწავლეებს.  ყველა დაინტერესებული თუ ნაკლებად დაინტერესებული მოსწავლე ჩავრთო სასკოლო  კლუბებსა თუ სხვა სახალისო აქტივობებში, რაც დამეხმარება მოსწავლეთა დაინტერესებასა და სწავლისადმი მოტივაციის გაზრდაში.
       კარგი იქნებოდა თუ  მოსწავლეები ხშირად მიიღებენ მონაწილეობას მსგავს გამოკითხვებში, მასწავლებლები დაგეგმავენ საკუთარი ინტერესებისა თუ საგნობრივი კომპეტენციებიდან  გამომდინარე, რადგან მოსწავლეებში გამოკვეთონ ძირითადი პრობლემური საკითხები  და სწორად დაგეგმონ შესაბამისი აქტივობები, რაც დაეხმარება თითოეულ მასწავლებელს  დროულად მოახდინოს რეაგირება და გაზარდონ მოსწავლეთა მოტივაციაც და აკადემიური მოსწრებაც.  მოსწავლეთა ნაწილმა ღია კითხვებში საკუთარი აზრის დაფიქსირებას თავი აარიდა, რადგან არ იცოდა ზუსტად რა უნდა ჩაეწერა ან დაეზარა ჩაწერა, ანდა ძალიან მოკლედ შემოიფარგლა. ვფიქრობთ ეს  საკითხი ცალკე  კვლევის საგანია და   მომავალში  შევეცდები კვლევა ჩავატარო მოსწავლეებში ამ მიმართულებით.

                                                                     









  დანართი N1.
                                                           კითხვარი მოსწავლეებისთვის
                                                                        მოგესალმებით

სსიპ  იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის   მუნიციპალიტეტის  სოფელ  ბუთურაულის  საჯარო   სკოლის  გეოგრაფიის მასწავლებელი: როინ  დიასამიძე
ვატარებ პრაქტიკულვლევას საბაზო საფეხურზე საზოგადოებრივი მეცნიერების საგნების მიმართ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების და საგაკვეთილო პროცესში
მათი ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით. თქვენი, როგორც მოსწავლის მონაწი-
ლეობძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის.
მიღებული ინფორმაცია ანონიმურია, საჭირო არა კითხვაზე(სურვილის მიხედვით)
სახელის და გვარის მითითება.
1.არის თუ არა პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობა პოზიტიური და ურთიერთ-პატივისცემაზე დამყარებული?
ა) დიახ              ბ) ნაწილობრივ             გ) არა
2.სახელმძღვანელოები,რომლითაც სწავლობთ საბუნებისმეტყველო საგნებში მისაღებია თუ არა თქვენთვის?
ა) დიახ              ბ) ნაწილობრივ             გ) არა
3.არის თუ არა გამოყენებული გაკვეთილზე სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიები?
ა)დიახ               ბ) ნაწილობრივ             გ)არა
4.არის თუ არა  თქვენთვის  სასწავლო აქტივობები მისაღწევი?
ა)დიახ               ბ) ნაწილობრივ             გ) არა
5.თვლით თუ არა რომ თქვენი შეფასება ობიექტურია?
ა) დიახ              ბ) ნაწილობრივ             გ)არა
6.იყენებთ თუ არა მრავალფეროვან რესურსებს გაკვეთილზე?
ა)ყოველთვის   ბ)ხშირად    გ)იშვიათად   დ)არასდროს
7.იღებთ თუ არა მონაწილეობას შეფასების სქემების შემუშავებაში
ა)ყოველთვის   ბ)ხშირად    გ) იშვიათად   დ)არასდროს
8. მასწავლებლებისაგან ღებულობთ  თუ არა პოზიტიურ უკუკავშირს?
ა)ყოველთვის    ბ)ხშირად    გ)იშვიათად   დ)არასდროს
9.როგორი დავალების შესრულება უფრო გირთულდებათ ?
ა)  დისკუსია   ბ) კითხვა-პასუხი   ბ)საკლასო დავალებები   გ)პრეზენტაცია
10. როდის უფრო ხართ ჩართული საგაკვეთილო პროცესში?
ა) დიკუსიის დროს  ბ) ჯგუფური მუშაობის დროს   გ) ინდივიდუალურად
გ) არ აქვს მნიშვნელობა
11. როგორი გაკვეთილი უფრო საინტერესოა თქვენთვის?
ა) თანამედროვე(უახლესი)სწავლების მეთოდებით
ბ) ტრადიციული(დიქტატორული) მეთოდებით
გ) ისტ-ით გამოყენებით
დ) როცა ექსპერიმენტი ტარდება
12. რომელი საგნის სწავლებას ანიჭებთ უპირატესობას?
ა) ქართული ენა და ლიტერატურა  ბ)მათემატიკა  გ) პირველი უცხო ენა
დ) მეორე უცხო ენა ე) ისტორია  ვ) გეოგრაფია ზ) ქიმია თ) ფიზიკა
ი) ბიოლოგია კ) ხელოვნება  ლ) მუსიკა  მ) სპორტი.
13.  რით არის ეს საგანი(გეოგრაფია) საინტერესო თქვენთვის? (ჩაწერეთ თქვენი აზრი)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------             ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
14. ყველაზე მეტად რა გიშლით ხელს სწავლაში?
ა) დავალების სირთულე ბ) დიდი მოცულობის დავალებები    გ) სიზარმაცე
15. რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის სწავლის პროცესში?
ა) ცოდნის მიღება  ბ) უნარ-ჩვევების გამომუშავება  გ) ქულის მიღება
16. საზოგადოებრივ-საბუნებისმეტყველო მეცნიერების საგნებიდან, რომლის შესწავლა უფრო გირთულდება?
ა) გეოგრაფია  ბ)ისტორია    გ) სამოქალაქო განათლება
18. თქვენი აზრით რა დაგეხმარებათ სწავლის  ხარისხის გაუმჯობესებაში და საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართულობაში?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გმადლობთ კვლევაში მონაწილეობისათვის




                                                                  დანართი N2

                                                     კითხვარი მშობლებისთვის

                                                               მოგესალმებით
              
     სსიპ იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის  მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის  საჯარო სკოლის პედაგოგი, როინ დიასამიძე  ვატარებ პრაქტიკულ კვლევას საბაზო  საფეხურზე საზოგადოებრივ-საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების და საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, თქვენი როგორც მშობლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის  წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია, საჭირო არაა კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.

1.არის თუ არა მშობლებსა და პედაგოგებს შორის ურთიერთობა პოზიტიური და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული?
ა)დიახ   ბ) არა   გ)ნაწილობრივ
2.თვლით თუ არა ,რომ თქვენი შვილი ყველა საგნის მიმართ ერთნაირ დაინტერესებას არ იჩენს?
ა)დიახ   ბ)არა    გ)ნაწილობრივ           დ)არ ვიცი
3.იღებთ თუ არა პოზიტიურ უკუკავშირს მასწავლებლებისაგან?
ა)დიახ     ბ)არა     გ)ნაწილობრივ
4.როგორ ფიქრობთ სასწავლო პროცესის მიმართ თქვენი შვილის დაბალი დაინტერესების მიზეზი ხომ არაა გარდატეხის ასაკი?
ა)დიახ   ბ)არა      გ)ნაწილობრივ
5.თქვენი შვილის დაინტერესება სასწავლო პროცესისადმი წინა წლებთან შედარებით
ა)გაუმჯობესდა   ბ)გაუარესდა    გ)არ შეცვლილა
6. რომელი საგნების მიმართ ამჟღავნებს დაინტერესებას თქვენი შვილი?
ა)ქართული     ბ)მატემატიკა    გ)ინგლისური    დ)რუსული    ე)ისტორია     ვ)გეოგრაფია    ზ)ქიმია    თ)ფიზიკა   ი)ბიოლოგია    კ)სპორტი
7.რა დროს უთმობს თქვენი შვილი მეცადინეობას?
ა)0,5 სთ        ბ)1 სთ     გ)2 სთ და მეტს      დ)საერთოდ არ მეცადინეობს
8.რა ფორმით იღებთ ინფორმაციას თქვენი შვილის შესახებ სკოლიდან?
ა)დავდივარ სკოლაში     ბ)მაქვს სატელეფონო კავშირი მასწავლებლებთან   გ)ვეკითხები ბავშვს     დ)არ ვიღებ ინფორმაციას    ე)სხვა ------(ჩაწერეთ)
9.რამდენად ხშირად დადიხართ სკოლაში?
ა) თვეში ერთხელ   ბ)ორ თვეში  ერთხელ    გ)სემესტრში ერთხელ დ)საერთოდ არ დავდივარ
10.რით არის დაკავებული თქვენი შვილი  გაკვეთილების შემდეგ?
ა)მეხმარება საოჯახო საქმეებში      ბ)დროის მეტ ნაწილს უთმობს ტელეფონს, კომპიუტერს,  ტელევიზორს     გ)დადის სპორტზე     დ)კითხულობს მხატ. ლიტერატურას
11თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს საგაკვეთილო პროცესში თქვენი შვილის დაბალი ჩართულობის მიზეზი?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

12.როგორ ფიქრობთ როგორ უნდა გავზარდოთ თქვენი შვილის დაინტერესება სასწავლო პროცესისადმი?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                                                                 გმადლობთ  კვლევაში მონაწილეობის











                                                                    დანართი N3

                                                  კითხვარი მასწავლებლებისთვის
               
                                                                   მოგესალმებით

      ბუთურაულის   საჯარო სკოლის პედაგოგი ვატარებ პრაქტიკულ კვლევას საბაზო  საფეხურზე საზოგადოებრივ-საბუნებისმეტყველო  საგნების მიმართ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, თქვენი, როგორც მასწავლებლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. საჭირო არაა კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება 
  
1. არის თუ არა პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობა პოზიტიური და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული?
               ა) ყოველთვის   ბ) ხშირად    გ) ნაწილობრივ     დ) იშვიათად
2. იყენებთ თუ არა გაკვეთილზე სწავლების მრავალფეროვან სტრატეგიებს?
               ა) ყოველთვის    ბ) ხშირად    გ) ნაწილობრივ     დ) იშვიათად
3.იყენებთ თუ არა გაკვეთილზე მრავალფეროვან რესურსებს?
               ა) ყოველთვის    ბ) ხშირად     გ) ნაწილობრივ     დ) იშვიათად
4. იყენებთ თუ არა გაკვეთილზე  მოტივაციის  ამაღლების სხვადასხვა საშუალებებს?
               ა) ყოველთვის    ბ) ხშირად    გ) ნაწილობრივ       დ) იშვიათად
5. რამდენად ხშირად იყენებთ გაკვეთილზე ისტ-ს?
               ა) ყოველთვის    ბ) ხშირად    გ) იშვიათად            დ) არასდროს
6. იყენებთ თუ არა გაკვეთილზე ექსპერიმენტს?
               ა) ყოველთვის    ბ) ხშირად    გ) იშვიათად           დ) არასდროს
7. ახდენთ თუ არა მოსწავლეთა დიფერენცირებას საგაკვეთილო პროცესში?
               ა) ყოველთვის    ბ) ხშირად    გ) ნაწილობრივ      დ) იშვიათად
8. ითვალისწინებთ თუ არა გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში მოსწავლეთა ინტერესებს და საჭიროებებს?
               ა) ყოველთვის   ბ) ხშირად  გ) ნაწილობრივ         დ) იშვიათად

9. აძლევთ თუ არა მოსწავლეს პოზიტიურ უკუკავშირს?
                ა) ყოველთვის   ბ) ხშირად     გ) ნაწილობრივ       დ) იშვიათად
10. რთავთ თუ არა მოსწავლეებს შეფასების სქემების შემუშავებაში?
                ა) ყოველთვის   ბ) ხშირად      გ ) ნაწილობრივ        დ) იშვიათად
11. ხართ თუ არა ობიექტური მოსწავლეთა შეფასებისას?
                ა) ყოველთვის   ბ )ხშირად     გ) ნაწილობრივ         დ) იშვიათად
12. იყენებთ თუ არა გაკვეთილის დაგეგმვისას ესგ-ს სტანდარტს და შესაბამის თანმიმდევრულ  სწავლების მიდგომებს?
                ა) ყოველთვის   ბ) ხშირად     გ) ნაწილობრივ          დ) იშვიათად
13. აძლევთ თუ არა სათანადო ინსტრუქციებს მოსწავლეებს თითოეული აქტივობის შესრულების პროცესში?
                ა) ყოველთვის   ბ) ხშირად     გ) ნაწილობრივ           დ) იშვიათად
14 . თქვენი აზრით რა არის საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა დაბალი ჩართულობის მიზეზი?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

15. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გავზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                                                   გმადლობთ კვლევაში მონაწილეობისათვის




                               ბიბლიოგრაფია
1.       ნ. ნაცვლიშვილი,    „სწავლა და შეფასება“    2008 წ.

2.      თეო ჭყოიძე ,  „სწავლის მოტივაციის შიგა  ფაქტორები“  ჟურნალი მასწავლებელი 2012 წ.

3.      მანანა მელიქიშვილი,  „მოტივაცია.“  2013 წ.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

4.      „მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის გზამკვლევი“ ნაწილი პირველი, გვ 107.

5.      ცვატა ბერძენიშვილი,  „სტრატეგიები სწავლის მოტივაციის გასაზრდელად“
              4 დეკემბერი 2015 წ.   Hltp.//maswavlebeli.ge/?p=1528.    


7.      სოფიო ლობჟანიძე,  „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“ ჟურნალი მასწავლებელი 2005 წ.

8.      თინათინ ზურაბიშვილი,   „თვისობრივი მეთოდები სოციალურ  კვლევაში“ თბილისი 2006 წ.

9.      ლია წულაძე, რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“ თბილისი  2008 წ.

10.   მაია მეტრეველი,  პედაგოგიური კვლევა 2012 წელი, „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევაზე“.

11.   „მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის გზამკვლევი“ ნაწილი მეორე.






12.   კვლევის შედეგები იხილეთ ბლოგზე  Bloger.com roini.diasamidze1978@gmail.com


                                                         გმადლობთ ყურადღებისათვის


  კვლევის ხელ-ლი, გეოგრაფია-სამოქალაქო განათლების

  უფროსი მასწავლებელი:   /                                 /  როინ დიასამიძე
                             
                              თარიღი:  04.06.2019წ